სერგეი ლავროვი:  შეხვედრა ქართულმა მხარემ ითხოვა

სერგეი ლავროვი:  შეხვედრა ქართულმა მხარემ ითხოვა

რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა თბილისის ინიციატივით შედგა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაეროში ბრიფინგის დროს განაცხადა.

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შედგა შეხვედრა, რომელიც მან ითხოვა“, - უპასუხა ლავროვმა ჟურნალისტებს. მისი თქმით, ზოგიერთი კომენტარი ქართული მხარის მხრიდან ამ შეხვედრასთან დაკავშირებით ღიმილს იწვევს.

ლავროვის თქმით, ქართველი მინისტრის „უცნაურმა კომენტარებმა“ უფრო მეტი დრო წაიღო, „ვიდრე თვითონ შეხვედრამ“.

„სხვა კითხვებთან ერთად მას აინტერესებდა, როდის შეიძლება ავიამიმოსვლის აღდგენა, მე კი ავუხსენი, რომ ჩვენ არასდროს ვეძებდით საქართველოსთან ჩხუბის ხელოვნურ გზებს,“, - აღნიშნა ლავროვმა.

სოციალისტი მოკლედ ამ რუსი ჩინოვნიკების ერთუჯრედიანობას საზღვარი არ აქვს! ამათ ჭადრაკის თამაში არ იციან, მხოლოსდ სამქვიან "მიწის დამკას" ან ჰა-ჰა ნულიკი-კრესტიკის გაქაჩავენ!
5 წლის უკან