ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილის პოსტი სოციალურ ქსელში:
გუშინ ჩვენმა დეპუტატებმა და არასამთავრობოების წარმომადგენლებმა ლიტერატურის და იურისპრუდენციის საოცარი ცოდნა გამოამჟღავნეს.
მოსამართლეობის კანდიდატის პასუხებზე აღარაფერს ვამბობ!
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა ურთულესი პროცესია და განსაკუთრებული სერიოზულობა სჭირდება. კანდიდატების წარდგენასაც, სხვათა შორის!
არა, მართლა სად ნახულობენ ასეთებს?!
შეკითხვების ფორმულირებაში დეპუტატებისთვის ცალკე ტრენინგებია საჭირო, ხოლო მოსამართლეობის კანდიდატებისთვის აუცილებელია ვარჯიშების მთელი კომპლექსი.
ახლა, რაკი ოთხ კანდიდატს უკვე მოუსმინეს, ვფიქრობ, იუსტიციის საბჭომ მომავალი მოსამართლეები კარგად უნდა ავარჯიშოს.
ამერიკაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა რომ მოგყავთ მაგალითად, ერთი კარგად გაიკითხეთ, როგორ ემზადებიან მოსალოდნელი "დაკითხვისთვის" - რამდენიმე დღის განმავლობაში ვარჯიშობენ და ყველაზე მოულოდნელი შეკითხვისთვისაც მზად არიან.
ასე ხდება პოლიტიკოსების სატელევიზიო დებატების წინაც. არამხოლოდ ამერიკაში, ევროპაშიც.
მოემზადეთ, ბატონებო და ქალბატონებო, მოემზადეთ! ხალხი გიყურებთ!