"შეწყალება ეხება არა ანგელოზებს, არამედ დამნაშავეებს" - ზურაბიშვილს სკანდალის მერე წარბიც არ შეუხრია

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ამერიკაში, ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა შეწყალების სკანდალურ სერიაზე, მაგრამ პრეზიდენტს უხერხულობის ან შეშფოთების არაფერი ეტყობოდა.

„შეწყალებაზე მე უკვე არაერთხელ ვთქვი, ყველაფერი რაც იყო სათქმელი. გადაწყვეტილება მივიღე ჩემით. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ შეწყალება ეს არ არის ახალი სასამართლო, რომელიც ექვემდებარება რაღაც ობიექტურ კრიტერიუმებს. ეს არის შეფასება ერთი ადამიანის მიერ, რომელიც არის პრეზიდენტი და რომელსაც ეს უფლება აქვს შეაფასოს გარემოებები და არ გამართოს ახალი სასამართლო. ეს არის რაღაც ცნებების არევა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ძალიან ხაზგასმით, შეწყალება ეს არ არის ვინმეს გამართლება, საერთოდ, შეწყალება ეხება არა ანგელოზებს, არამედ დამნაშავე პირებს. ამიტომ ეს არის ის სიტუაცია რაშიც ვიმყოფებით, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მე ინიციატივით გამოვედი, რომ დაიწყოს წესების სხვანაირად ჩამოყალიბება და დახვეწა. ეს სამუშაო დაწყებულია და მიმდინარეობს. იყო ცილისმწამებლური წამოძახილები - პროკურატურა ამ კუთხითაც მუშაობს, დაველოდოთ მათ დასკვნებს.

მე გამოვაცხადე ჩემი წუხილი, რომ საზოგადოებაში ასეთი ვნებათაღელვა ატყდა ამ საკითხების შესახებ და ამიტომ მორატორიუმი გამოვაცხადე. რადგან ამაზეც იყო რეაქციები, განვაცხადებ, რომ არ არსებობს უფლება, რომ იყო შეწყალებული. მორატორიუმი არ არის არავის უფლებების დარღვევა. ეს არის ფრთხილი გადაწყვეტილება, იქიდან გამომდინარე, რაც საზოგადოებაში ხდება. ამ საკითხზე მე არაფერი ახალი აღარ მაქვს სათქმელი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

სოციალისტი მიუხედავად ჩემი გამოცდილებისა მეც უცბად ავცუნდრუკდი, მხოლოდ 2 კვირის მერე დავიდა ჩემამდე, რომ ეს რიგითი შეწყალება სკანდალად გადააქციეს ემა ტუხიაშვილმა, გრიგოლიამ და ჟიჟილაშვილმა, და სხვა მოლიბერალო ტელევიზიებმა, მეოე მხარის ნათესავებმა (არც მიკვირს), და საერთოდ საქართველოს სახელომწიფოს მიმართ მტრულად განწყობილმა ლიბერალურმა ძალებმა. ასევე სალომე ზურაბიშვილის მიმართ პიროვნულად ანტიპათიით (სიძულვილით) გამსჭვალულმა პიროვნებებმა, მათ შორის ქართული ოცნების ბევრმა თვალსაჩინო წარმომადგენელმაც!
5 წლის უკან
Katana . სოციალისტო, არა მგონია, ჩემი დასაცავი იყო საკუთარი თავისგან, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ტყუილა იდანაშაულებ თავს "აცუნდრუკებაში" იმის გამო, რომ არ მოიწონე პრეზიდენტის გადაწყვეტილება. (კიდევ ორი კვირის შემდეგ, სავარაუდოდ, ამ თვითკრიტიკულ შეფასებას გადასინჯავ, რადგან, თუ რამეს შეიძლება დაერქვას "აცუნდრუკება", ეს იყო პრეზიდენტის გადაწყვეტილება და აქ არაფერ შუაში არიან ზემოთ ჩამოთვლილი ჟურნალისტები, რომელთა გადაცემები ამ თემაზე, მე პირადად, არ მინახავს).

არ შემხვედრია მასმედიაში ერთი რეპლიკაც კი, სადაც ვინმე იწონებდეს ამ აქტს!.. ანუ, ყველას მიაჩნია (შეწყალებულებს, მათ ადვოკატებსა და ოჯახის წევრებს არ ვთვლი), რომ ეს იყო არასწორი საქციელი პრეზიდენტის მხრიდან!
პრეზიდენტის განცხადება - "შეწყალება ეხება არა ანგელოზებს, არამედ დამნაშავეებს" და რომ შეწყალება, თურმე, არ ექვემდებარება რაიმე ობიექტურ კრიტერიუმებს(sic!) - ნიშნავს ერთადერთ რამეს: - ფეხებზე მკიდია თქვენი აზრი! სულაც არ მჭირდება ჩემი გადაწყვეტილებისთვის რაიმე ლოგიკური და მორალური საფუძვლების ძებნა... როგორი ხოშიც მაქვს, ისე ვიქცევიო!!! („მეფე იყო და ბრძანებდა, იქმოდა რასაც ინებდა!“ )...
არ მოგწონთ მკვლელების, ძებნილების და ნარკოდილერების შეწყალება? მაინცდამაინც "ანგელოზების", ნაკლებად დამნაშავეების, საეჭვო მტკიცებულებების საფუძველზე სასჯელმისჯილების , უკვე გამოსწორებულების შეწყალება გნებავთ? - დედაც გტირებიათ!.. მორატორიუმს გამოვაცხადებ, საერთოდ არ შევიწყალებ არავის და მიყარეთ კაკალიო!..
........
ბრავო, ქ-ნო პრეზიდენტო!.. ბრავო!...
5 წლის უკან
სოციალისტი არ არის გამორიცხული რომ აზრი შემეცვალოს. რაც პრეზიდენტის ნათქვამზე თქვით ეს თქვენი ინტერპრეტაციაა! ვიცი კამიუს უცხო გექნებათ წაკითხული. რომ გადაიმეორო არაფერი დაშავდება.
5 წლის უკან