დავით კიკალიშვილი მიშა მშვილდაძის ტელევიზიაში გადადის – ვინ იქნება მასთან ერთად ახალ არხზე

დავით კიკალიშვილი მიშა მშვილდაძის ტელევიზიაში გადადის – ვინ იქნება მასთან ერთად ახალ არხზე

გადაცემა PS-ის ყოფილი წამყვანი დავით კიკალიშვილი ტელევიზიას უბრუნდება, თუმცა ის ამჯერად არც "რუსთავი 2"-ის და არც ახლადშექმნილ "მთავარი არხის" ეთერში არ გამოჩნდება. წინასწარი ინფორმაციით, საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ კიკალიშვილს მიშა მშვილდაძის ტელევიზია „ფორმულაში“ ვიხილავთ. სხვა კონკრეტული დეტალები ამ დრომდე არ გაჟღერებულა. ახალი არხი მაუწყებლობას ოქტომბრიდან დაიწყებს, საინფორმაციო გამოშვებები კი 5 ოქტომბრიდანაა დაანონსებული.

„ფორმულას“ საინფორმაციო გამოშვებას ელისო ჯარიაშვილი წაიყვანს, რომელიც მანამდე მარგველაშვილის ადმინისტრაციაში მუშაობდა, უფრო ადრე კი „კურიერსა“ და საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ბოლო ხანს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან კვლავ მედიაში გადაინაცვლა და მიშა მშვილდაძის „მესამე“ არხზე პოლიტიკურ გადაცემას ამზადებდა.

ფორმულას მთავარი საინფორმაციო გამოშვება 20 საათზე გავა. საინფორმაციო გამოშვებას, პირველადი ინფორმაციით, "ფორმულა ნიუსი" ერქმება. ფორმულას საინფორმაციო სამსახურის უფროსად რ2-ის გადაცემების „პოსტსკრიპტუმისა“ და „არჩევანის“ ყოფილი პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი დაინიშნა.

"რუსთავი 2"-ის ყოფილი ჟურნალისტი, დავით ქაშიაშვილი ფორმულა კრეატივის ტელევიზიაში იმუშავებს. ქაშიაშვილის განცხადებით, შემოთავაზება მთავარი არხიდანაც ჰქონდა, თუმცა, არჩევანი ფორმულაზე შეაჩერა. ფორმულაში წავიდა კიდევ ერთი ძლიერი ჟურნალისტი სოფო ზურაბიანი.

"ფორმულაზე" გადავიდა "რუსთავი 2:-ის დილის და შუადღის გადაცემის გუნდის უდიდესი ნაწილი,  უცხოური ბიუროების ჟურნალისტები: დავით ნიკურაძე, თამარ ნუცუბიძე, ქეთი ნადიბაიძე.