ნელი თორდია:  წარმოდგენა მაინც თუ გაქვთ, როგორ კიდიხართ ხალხს თქვენი კადრებიანად..

ნელი თორდია:  წარმოდგენა მაინც თუ გაქვთ, როგორ კიდიხართ ხალხს თქვენი კადრებიანად..

არ მინდოდა ამ მძიმე დღეს ასეთ თემაზე წერა და ალბათ ცხელ გულზე დაწერილ ამ პოსტსაც წავშლი, მაგრამ მანამდე მაინც უნდა ვთქვა.. - წერს სოციალურ ქსელში  ნელი თორდია.

ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე უპრეცენდენტო ამბავი მოხდა - ვინც ნახა თუ არ ნახა ის ფაილი, გადააგზავნა თუ არ გადააგზავნა, ლამის ნახევარი საქართველო ციხეში ჩაყარეს. როგორც მახსოვს, ერთ-ერთი დაკავებული გოგონას მამა ამ ამბავზე ნერვიულობას შეეწირა. მოკლედ, დაიჭირეს, დატუქსეს, პირობა ჩამოართვეს, ბოდიშები ვიხადეთ ვინც ვნახეთ და არ ვნახეთ ყველამ და რა ვქნათ ახლა, სიცოცხლის ბოლომდე ვალში უნდა ვიყოთ ამ დეპუტატთან? თუ ამ გაჭირვებულ საქართველოში მეტი ჩაგვრა, უსამართლობა, ჭირი და დოზანა არ გვინახავს?

ერთმანეთზე მიყოლებით ხოცეს ქალები, თვე არ გავიდოდა, ვიღაცის ცოლი, დედა, და, შვილი ყელგამოჭრილი არ ენახათ და მაშინ არ ამტყდარა ასეთი ამბავი..შვილმკვდარი მშობლები დღემდე სამართალს ეძებენ, ზამთარი მოდის და ხალხს პურის ფული არა აქვს და ბესელიას კადრებიო.. როგორ ამოხვედით ყელში თუ ხვდებით მაინც.. წარმოდგენა მაინც თუ გაქვთ, როგორ კიდიხართ ხალხს თქვენი კადრებიანად.. 

სოციალისტი ვეხმაურები ამ შესანიშნავ პოსტს! 100% -ით სიმართლეს ამბობთ! წარმოდგენა მაინც თუ გაქვთ, როგორ კიდიხართ ხალხს თქვენი კადრებიანად.. პარლამენტიან, ტელევიზია-ჟურნალისტებიანად! თქვენი სასამართლოს რეფორმა, გამჭვირვალეობა და ეს ტელეშოუები ნაძირალა ბოკერიას და გოცირიძის მონაწილეობით ... ხომ სულაც იქ, აი იქ, ის რომ არის, იქ კიდია ხალხს!
5 წლის უკან