“ რა გეწყინათ პროკურატურისგან თქვენ და ბატონ შალვას (თადუმაძე), რომ აობლებთ ამ დაწესებულებას? რამე ხომ არ გაწყენინეს იქ?“,- ამ კითხვით მიმართა უმრავლესობის დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატს მამუკა ვასაძეს.
კითხვაზე მამუკა ვასაძემ უპასუხა, რომ ცხოვრებაში დგება მომენტი, რომ რაღაც შეცვალო.
“არა, რა თქმა უნდა. გარკვეულ ეტაპზე ცხოვრებაში არსებობს მოლოდინი, რომ დადგა დრო, რაღაც შეცვალო და შენი ძალები სხვა საფეხურზე მოსინჯო, სხვა სიმაღლიდან ემსახურო ქვეყანას და კანონს“,- განაცხადა მამუკა ვასაძემ კითხვის საპააუხოდ.
ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს მამუკა ვასაძეს უსმენენ. მამუკა ვასაძე გენერალური პროკურორის მოქმედი მოადგილეა.