პაატა ზაქარეიშვილი:  “ოცნებამ“ საკუთარი პოლიტიკური ნება გამოავლინა

პაატა ზაქარეიშვილი: “ოცნებამ“ საკუთარი პოლიტიკური ნება გამოავლინა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი “2020NEWS”-თან ნიუ-იორკში საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრას აფასებს.

მისი თქმით, აღნიშნული შეხვედრა საქართველოსთვის დადებითი შედეგის მომტანი ფაქტია.

“თუ ქართული მხარის ინიციატივით შეხვდა ზალკალიანი ლავროვს, მაშინ გამოდის, რომ “ქართული ოცნების“ პოლიტიკა გახდა კონკრეტული და მკაფიო. მივესალმები იმას, რომ “ქართული ოცნება“ გახდა თამამი. როგორც ჩანს, მმართველ პარტიას უნდა საზოგადოებას აჩვენოს, რომ პოლიტიკურ ორგანიზაციას წარმოადგენს. ამ პარტიას ეშინოდა და რცხვენოდა საკუთარი პოლიტიკრი ნების გამოვლენის“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

შეგახსენებთ, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს გუშინ შეხვდა.

რუსული სააგენტო ”კომერსანტი” წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა ქართული მხარის ინიციატივით შედგა.

სოციალისტი გველობს, გველობს რესპუბლიკელი ლიბერალი!
5 წლის უკან