მირანდა ერემაძე:  „ჩვენ გვსურს, რაც შეიძლება მეტი ქალის ხმა ისმოდეს მართლმსაჯულების სისტემაში

მირანდა ერემაძე:  „ჩვენ გვსურს, რაც შეიძლება მეტი ქალის ხმა ისმოდეს მართლმსაჯულების სისტემაში"

„ჩვენ გვსურს, რაც შეიძლება მეტი ქალის ხმა ისმოდეს მართლმსაჯულების სისტემაში, აქტიურად ვიყოთ ჩართული სისტემაში არსებულ შიდა პრობლემებში, ვიყოთ კომუნიკაციაში საზოგადოებასთან,  ვესაუბროთ ღია  საზოგადოებას ამ პრობლემებთან დაკავშირებით, ასევე ვაჩვენოთ საზოგადოებას ის დადებითი, რაც ხდება სასამართლოში" - ასე უპასუხა  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა მირანდა ერემაძემ უმცირესობის წევრის რომან გოცირიძის შეკითხვას - „არსებობს ქალ მოსამართლეთა ასოციაცია,  რა აუცილებლობა გაჩნდა იმისა, რომ სასამართლო სისტემაში, ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია შექმნილიყო?"

მისი თქმით, ქალ მოსამართლეთა ასოციაცია ორმოცდაათამდე ქვეყანაში არსებობს.

„მე გახლავართ ასოციაციის თავმჯდომარე.  ეს არ არის სიახლე მხოლოდ საქართველოში. ქალ მოსამართლეთა ასოციაცია ორმოცდაათამდე ქვეყანაშია, რომლებიც გაერთიანებული არიან მსოფლიოს ქალ მოსამართლეა ასოციაციაში. ეს არის საკმაოდ მაღალი ფორუმი, სადაც, აქტიურად არიან მოსამართლეები ჩართული არა მარტო მართლმსაჯულების, არამედ სხვა საკითხებში, რაც საზოგადოებისთვის არის აქტუალური. ზოგადად გენდერული ბალანსი სასამართლო სისტემაში  დაცულია, ქალბატონები ვართ უმრავლესობაში, ვიდრე მამაკაცები, მაგრამ თავმჯდომარეების პოზიციებისა და  ადმინისტარციული ფუნქციების კუთხით, ქალბატონების ნაკლებობაა" - განაცხადა მირანდა ერემაძემ.