„რუსეთი ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეა, საქართველო და ირანი სტრატეგიული მეზობლები“

„რუსეთი ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეა, საქართველო და ირანი სტრატეგიული მეზობლები“

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

ფაშინიანმა რუსეთს სტრატეგიული მოკავშირე, საქართველოსა და ირანს კი სტრატეგიული მეზობლები უწოდა.

"რუსეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირეა. საქართველო და ირანი კი ჩვენი სტრატეგიული მეზობლები არიან. შეშფოთებით ვაკვირდები ჩვენს მეგობრებსა და მოკავშირეებს შორის არსებულ უთანხმოებას. ეს რეალობა იმის საფრთხეს გვიქმნის, რომ შესაძლოა ჩვენი მეგობრების ნაწილის ან ყველა მეგობრის მიერ არასწორად ვიყოთ გაგებული. ყველა ამ ქვეყანასთან გვსურს დავრჩეთ პარტნიორებად და არ გავაფუჭოთ ურთიერთობა", - განაცხადა ფაშინიანმა.

გაეროს ტრიბუნიდან სომხეთის ლიდერმა ევროკავშირთან პარტნიორობის მნიშვნელობასა და მთიანი ყარაბაღის საკითხზეც გაამახვილა ყურადღება.

amo აი, ნაღდი სომხური სიტყვა.
5 წლის უკან