მოსკოვი იმედოვნებს, რომ თავის დროზე შეიქმნება საჭირო პირობები, რომ აღდგეს ავიამიმოსვლა რუსეთსა და საქართველოს შორის, - განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
„ავიამიმოსვლა შეჩერდა, ის სამუდამოდ არ გაუქმებულა. ამიტომ, ცხადია, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თავის დროზე ავიამიმოსვლის განახლებისთვის საჭირო პირობები შეიქმნება“, - განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, რომ ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლა პუტინის ბრძანებით შეჩერდა საქართველოს პარლამენტში მომხდარი „გავრილოვის ინციდენტის“ გამო.