შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი “2020NEWS”-თან პარლამენტში ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, აღნიშნულზე პასუხისმგებლობა ვანო ზარდიაშვილს ეკისრება.
“ფორმატი არ მაძლევს საშუალებას ზადიაშვილზე ვთქვა ის, რასაც ვფიქრობ. მასზე ძალიან ცუდი წარმოდგენა მაქვს. ზარდიაშვილს ვთვლი ძალიან უტიფარ, გამომწვევ, თავხედ ახალგაზრდად. თავში აქვს ავარდნილი ღმერთმა უწყის რა. ძალიან გამომწვევად იქცევა. ფაქტია, რომ თავის დროზე ის ადეიშვილის ბიჭი იყო და ახლა თავს გვახვევს თავის უტიფორბას. თუ საზოგადოება ასეთ ადამიანებს იტანს, მით უარესი მათთვის“,- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ “ქართული ოცნების“ ყოფილი და მოქმედი დეპუტატები ეკა ბესელია და ვანო ზარდიაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.