„მისი ყველა სიტყვა უნდა იყოს მეხის გავარდნასავით, რასაც, ჯერჯერობით, ვერ ახერხებს", - ამის შესახებ განცხადებას პოლიტიკის ექსპრეტი გია ხუხაშვილი, „ლელოს" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მისამართით აკეთებს.
ხუხაშვილი აცხადებს, რომ ხაზარაძე ქართულ პოლიტიკაში ინტრიგას ქმნის.
მამუკა ხაზარაძეს ვურჩევდი, რომ საკუთარ სიტყვებს უფრო მეტი წონა მისცეს. არსებობს თემები, რომლებზეც მან კი ან არ უნდა ილაპარაკოს. მისი ყველა სიტყვა უნდა იყოს მეხის გავარდნასავით, რასაც, ჯერჯერობით, ვერ ახერხებს. ხაზარაძე ქართულ პოლიტიკაში ინტრიგას ქმნის, მაგრამ მთავარი ნიუსმეიქერი ვერ ხდება, რაც მას აზიანებს. ნელ-ნელა თუ მოინდომებს, შეიძლება, ეს ყველაფერი გამოასწოროს", - ამბობს ხუხაშვილი „2020news", - სთან.