რაულ კასტროს და მის ოჯახს აშშ-ში შესვლა აეკრძალათ

რაულ კასტროს და მის ოჯახს აშშ-ში შესვლა აეკრძალათ

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა კუბის ყოფილი ლიდერის რაულ კასტროს და მისი ოჯახის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედა.

კასტროს და მის ოჯახს აშშ-ში შესვლა აეკრძალათ. სანქციების მიზეზია კასტროს მმართველობის პერიოდში „ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევები“ კუბაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ რაულ კასტრო ხელმძღვანელობდა სისტემას, რომელის წყალობითაც დღეს კუბაზე ასეულობით პოლიტპატიმარია. ასევე კუბის სპეცსამსახურები ვენესუელაში ოპერაციებში მონაწილეობდნენ, მათ შორის ადამიანებს აწამებდნენ.

ამგვარად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაასკვნა, რომ რაულ კასტრო დაკავშირებულია ადამიანის უფლებების დარღვევასთან ვენესუელაშიც, სადაც ის მხარს უჭერდა ნიკოლას მადუროს რეჟიმს.  

რაულ კასტრო - კუბის რევოლუციის ლიდერის ფიდელ კასტროს უმცროსი ძმაა. ის კუბას ფიდელის გადადგომის შემდეგ 2006 წლიდან მართავდა. მისი მთავარი მიღწევაა აშშ-სთან ურთიერთობის აღდგენა. 2016 წელს კუბაზე აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ჩავიდა. 

აშშ-ის და კუბის დაახლოების პროცესი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დროს შეჩერდა. 2018 წელს რაულ კასტრომ კუბის მმართველის პოზიციაზე საკუთარი თავი არ წარადგინა. ის ამ თანამდებობაზე სახელმწიფო საბჭოს ვიცეთავმჯდომარე მიგელ დიას-კანელმა შეცვალა.

 

 

Katana . ფიდელ კასტროს სულსაც უნდა აუკრძალონ შტატებში შესვლა და იხეტიალოს მერე რუსეთის ტარამალებში, ნიკიტასთან ერთად!..
4 წლის უკან