"იმედს გამოვთქვამ,რომ ზალკალიანისა-ლავროვის შეხვედრა ხელს შეუწყობს საქართველოსა და რუსეთს შორის პრობლემების მოგვარებას"

იმედს გამოვთქვამ, რომ ზალკანიანის და ლავროვის შეხვედრა, ხელს შეუწყობს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთულესი პრობლემების მოგვარებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა არის საერთაშორისო კანონმდებლობა და მჭიდრო თანამშრომლობა პარტნიორებთან.

„ცხადია, რომ ამ პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა არის საერთაშორისო წესები, საერთაშორისო კანონმდებლობა და რა თქმა უნდა, მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან. ამ სულისკვეთებით შედგა ეს შეხვედრა, სრულ სინქრონში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. სწორედ ამიტომ ჩვენ დღეს ამ გადმოსახედიდან, სწორედ 27 სექტემბერს უნდა გვესმოდეს, რომ ომი არ არის გამოსავალი. ცივი, პრაგმატული პოლიტიკა არის ის პლატფორმა, საიდანაც უნდა ველაპარაკოთ ყველას, რათა ჩვენი ქვეყნის ერთიანობისა და დემოკრატიული განვითარებისთვის ჩავყაროთ საფუძველი“, – განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს გუშინ შეხვდა.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, სტრატეგიულ პარტნიორებთან კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ ლავროვთან შეხვედრა იქნებოდა პირველი შესაძლებლობა, ასეთ დონეზე რუსეთისთვის პირდაპირ გვეთქვა სათქმელი.

tngh სამარცხვინო "სირცხვილია' და "ნაც-ოპოზიცია" საერთოდ მოწყდნენ მსოფლოში არსებულ რეალობას. ისინი ვერც კი ამჩნევენ რუსეთ-თურქეთ-ირანის-ჩინეთის-ინდოეთის... სამხედრო პარტნიორობას და ისევ 30 წლიანი ავადმყოფური აკვიატებით "ნატო", "ნატოს"... გაიძახიან. დღევანდელ დაძაბულ ვითარებაში მხოლოდ მრავალმხრივი დიალოგი და კომპრომისები გადაარჩენს და გაამთლიანებს საქართველოს... საგარეო ნეიტრალიტეტი, უბლოკო სამხედრო სტატუსი და შიდა, დიფერენცირებული ფედერალური მოწყობა გაამთლიანებს საქართველოს!!!
5 წლის უკან