“ეს სილა, ეკუთვნოდა არა მხოლოდ ვანო ზარდიაშვილს, არამედ ყველა იმ პარლამენტარს, რომელიც ამ ამორალურობაშია ჩართული”- განაცხადა ეკა ბესელიამ.
წამყვანის კითხვაზე, ეკუთვნოდა თუ არა ეს სილა ბიძინა ივანიშვილს, განაცხადა რომ ეკუთვნოდა მასაც.
მისი თქმით, ის ამჯერად ბიძინა ივანიშვილს აფრთხილებს, რომ შეაჩეროს ეს პროცესი, თორემ პასუხს მიიღებს ყველაფერზე.
“მე იმ მოსამართლეების 10 კაციანი სია იმ ხელებით შევაჩერე, რომელიც ზარდიაშვილს მიხვდა” – განაცხადა ეკა ბესელიამ.