ვანო ზარდიაშვილი:  ეკა ბესელია ახლა ხაზარაძის მოძრაობაში ცდილობს შეძრომას

ვანო ზარდიაშვილი:  ეკა ბესელია ახლა ხაზარაძის მოძრაობაში ცდილობს შეძრომას

ეკა ბესელია ახლა ხაზარაძის მოძრაობაში ცდილობს შეძრომას, რომ რამენაირად მისი პოლიტიკური სარჩული მოირგოს, თუმცა მამუკა ხაზარაძემ მას უარი უთხრა. ამის შესახებ დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. .

"მე კიდევ ბავშვი, სტუდენტი ვიყავი, როდესაც ბესელიაზე კორუფციასთან დაკავშირებით მუდმივად კითხვები ისმებოდა, მაგრამ რატომღაც ეს ქალბატონი მუდმივად ახერხებს ყურადღების სხვა რამეზე გადატანას. ეს არის მისი დღის წესრიგი, რომ პოლიტიკურ ველზე იტივტივოს. მე, როგორც ვიცი, იგი ხაზარაძესთან ცდილობს შეძრომას, რომ რამენაირად მისი პოლიტიკური სარჩული მოირგოს, რაზეც მამუკა ხაზარაძემ მას უარი უთხრა, ზუსტად იმ იგივე წარსულის გამო. ამიტომ ეკა ბესელიას მეტი არაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ მანდატისთვის იბრძოლოს და უსაფრთხოების გარანტიები ჰქონდეს იქიდან გამომდინარე, რომ მას საქმეები კარგად ნამდვილად არ წაუვა. მასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი დაისმება"-განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.