მანანა იაშვილი:  მე საქართველოს ერთი მოქალაქე ვარ!

მანანა იაშვილი:  მე საქართველოს ერთი მოქალაქე ვარ!

ჟურნალისი მანანა იაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძური პიარი არ ცხრება, შეწყალებას დაამატეს მისი გამოსვლა გაეროში, დაუწუნეს შეხედულებაც, ჩაცმაც, დგომაც. ამ წვრილმანებზე არ დავიხარჯები, უბრალოდ სასაცილოა. რაც შეეხება მის გამოსვლას, აქცენტები იყო ზუსტი! რატომ არ დასცხო რუსებს და რატომ არ გააპროტესტა მკვეთრად ოკუპაციაო. რაც საჭირო იყო გააპროტესტა. ნურავის გავიწყდებათ, რომ პრეზიდენტი გაეროში თავის პირად შეხედულებას კი არ ახმოვანებს, არაამედ გამოდის საქართველოს, ქართველი ხალხის სახელით. საქართველოს მოსხლეობის უმრავლესობა თავის მთავრობიან-პარლამენტიანად კი რუსი ტურისტების ნაკლებ რაოდენობას მისტირის.

 "არ ჩამოვიდნენ საყვარლები, ერთი ადგილი ვერ გავუწმინდეთ, კარგ ფულს იხდიდნენ"-ო. ქართველი ხალხი და მთავრობა წუხს სიღარიბეზე, მედიკამენტების სიძვირეზე, გლობალურ დათბობაზე და მერე, სულ ბოლოს საზღვრების გადმოწევაზე და ტერიტორიების დაკარგვაზე.

 აბა მითხარით, რა აზრი არ მიიტანა სალომემ გაერომდე? პირიქით, მეტიც თქვა, ხაზი გაუსვა აფხაზი ხალხის, აფხაზური ენის განადგურების საშიშროებას, რომლის დაცვა ჩვენ გვიწერია კონსტიტუციაში. ხაზი გაუსვა ოკუპაციის საზღვრისპირა მოსახლეობის სტრესულ ცხოვრებას, შერეული ოჯახების პრობლემებს, რაც სამაჩაბლოში მრავლადაა. ესაა მოკლედ. ვინმე იტყვის რა თავი გამოიდოო. მე ავირჩიე, ხმა მივეცი და საკრიტიკოც ჩემია და დასაცავიც ჩემია. ჩემი ხმა ძვირად ფასობს და ამიტომ პასუხისმგებლობასაც სრულად ვიღებ. შეცდომებსაც, როგორც შემიძლია, სრულად მოვთხოვ არჩეულს. ვინა ხარო, მკითხავენ - მე საქართველოს ერთი მოქალაქე ვარ! მეტიც არაფერია საჭირო