რუსეთის საგარეო უწყება შვეიცარიის შუამავლობით დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

რუსეთის საგარეო უწყება შვეიცარიის შუამავლობით დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, ნიუ-იორკში, რუსეთის და საქართველოს პირველი დიპლომატები ერთმანეთს შეხვდნენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შვეიცარიის შუამავლობით ნიუ იორკში დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართა.

„შეხვედრა შვეიცარიის შუამავლობით შედგა, რომელიც მოსკოვსა და თბილისს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში რუსეთის ინტერესებს საქართველოში, საქართველოს ინტერესებს კი რუსეთში წარადგენს”, – წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

აღნიშული უწყების ცნობით, შეხვედრის მიმდინარეობისას საუბარი შეეხო ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებს.

„შედგა საუბარი რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემატიკაზე“, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.