ეგრე უნდა აარტყა ყველა კაცს, რომელიც მორალზე დაგიწყებს ღლიცინს

ეგრე უნდა აარტყა ყველა კაცს, რომელიც მორალზე დაგიწყებს ღლიცინს

საქართველოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ბესელია-ზარდიაშვილის დაპირისპირებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ “ფეისბუქის” პირად გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დამოუკიდებელ დეპუტატს გამოექომაგა:

“ყველაფერი აკადრეს ამ ადამიანს, რასაც ნორმალურ ქვეყანაში ვერავინ გაბედავდა, უქვეყნეს და უქვეყნეს პირადი ცხოვრების კადრები, გადაუარეს, ხოდა მაშინვე ვთქვი, რომ ეკას სოლიდარული ვიყავი ამ ამბავში, როცა მასთან პირადი კადრებით დაიწყეს ანგარიშსწორება. ეგრე უნდა აარტყა ყველა კაცს, რომელიც მორალზე დაგიწყებს ღლიცინს – Ekaterine Beselia აი ეგრე!”, –  წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. შელაპარაკება დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასა და უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს შორის მოხდა, რის შემდეგაც ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მას დაარტყა.

ნაძირალა, ადეიშვილის ხელის ბიჭო, ნარკოტესტის გამო რომ გამოგაბუნძულეს, შენ ნაძირალა, – ამ სიტყვებით მიმართა „ქართული ოცნებიდან“ გასულმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მას შემდეგ, რაც ბესელია ზარდიაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა.

ბესელიას გაღიზიანება ზარდიაშვილის რეპლიკამ გამოიწვია, რომელიც „ბესელიას მორალს“ შეეხებოდა.

„რაშია საქმე, რა ბესელიას მორალი?… თქვენ თავზე ნუ გაგივიდათ… ჩმორო, არაკაცო“, – მიმართა ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს.

აღნიშნული ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, დავით მათიკაშვილმა ბესელიას სხდომათა დარბაზიდან გაყვანა მოითხოვა.

„თავი შეიკავეთ ქალბატონო ეკა, დარბაზში ბრძანდებით და საზოგადოება გიყურებთ. სასწრაფოდ დაატოვებინეთ ეკა ბესელიას დარბაზი. ღირსეული ქცევით უნდა იყოს გამორჩეული დეპუტატი და არა ისე, როგორც თქვენ იქცევით ახლა აქ. დაატოვებინეთ სასწრაფოდ, წესის დამრღვევს“, – მიმართა დავით მათიკაშვილმა მანდატურებს.

„ვის დაატოვებინებ დარბაზს, მანდ არ ამომიყვანო. ნაძირალა, ვის უბედავ? ვის დაატოვებინებ? გაბედე, აბა, გაბედე ბიჭო, თქვე არაკაცებო“, – მიმართა უმრავლესობის წევრებს ბესელიამ.

გარდა ამისა, ბესელიამ სოფიო კილაძესაც მოუწოდა, „ხელები ჩაწიოს და ისე ესაუბროს მას“.

„ჩმორებო. სახედაკარგულები ხართ. კლანზე უარესი. იმ „ქართულ ოცნებას“ რა ვუთხარი, თქვენ რომ ყავხართ ერთად“, – აცხადებდა ბესელია.

დეპუტატი ამის შემდეგ კვლავ ვანო ზარდიაშვილს მიუბრუნდა და მოითხოვა მას ნარკოტესტი ჩაუტარონ.

„შენ ხომ არ იცი, რა დაგემართება. შენთვის მოვიცლი, ახლა არ ხარ მაგის ღირსი, მაგრამ არ გაგიტარებ მაგას რომ ბედავ. ჩმორო და არაკაცო. ნარკოტესტის გამო რომ გამოგაბუნძულეს „იქიდან“. ახლაც შესამოწმებელი ხარ ნარკოტესტზე, ხარ თუ არა საერთოდ ჯანმრთელი?! აქედან გამასწარი“, – მიმართა ბესელიამ ზარდიაშვილს.

თავის მხრივ, დამოუკიდებელ დეპუტატს ვანო ზარდიაშვილმა კორუმპირებული და იუსტიციის ყოფილ მინისტრთან ზურაბ ადეიშვილთან შეკრული უწოდა.

„მეორეჯერ არ გაბედო აქ ხელის ხლება. ადეიშვილის მონა შენ იყავი და ადეიშვილთან შეკრული იყავი შენ. გინდა ფაქტები? მიიღებ მაგ ფაქტებს. ზაზა მეიშვილი ვისი ბავშვის ნათლიაა“, – განაცხადა ზარდიაშვილმა.

 

Neasimon მართლა უნდა დააპანღურო ეს ვითომ ჟურნალისტი....
5 წლის უკან