„ასეთი რამ, რაც მოხდა მე არც მსმენია საქართველოში კი არა მსოფლიოში არ მსმენია, რომ ქალ დეპუტატს ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინოს სხვა დეპუტატისთვის, კოლეგისთვის” – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ვანო ზარდიაშვილსა და ეკა ბესელიას შორის მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.
გადაცემის “დღის ამბები” წამყვანმა დიანა ტრაპაიძემ საპასუხოდ განაცხადა, რომ კაცსა და ქალს ამ კონტექსტში რა მნიშვნელობდა ჰქონდა, როდესაც საქართველოს პარლამენტი არაერთხელ გამხდარა ფიზიკური დაპირისპირების ასპარეზი. რაზეც კილაძემ მიუგო, რომ ფიზიკური დაპირისპირებები წინა მოწვევის პარლამენტში უფრო ფიქსირდებოდა.
” დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი, კი ბატონო ის არის უმძიმესი დანაშაულის მსხვერპლი და ამას ცალკე პასუხი უნდა გაეცეს, აქ კომპრომისი არ შეიძლება. მაგრამ ის, რომ ახლა ამის გულითვის ვაიმე დაჩაგრულია და სხვები სცემოს არ არის ეს ჩემთვის მისაღები იმიტომ, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი უფლებები და პოლიტიკოსს უფრო მეტი თავშეკავება მოეთხოვება.
ეკა ბესელიას ვანო ზარდიაშვილისთვის არაერთხელ მიუყენებია შეურაცხყოფა, მათ შორის როცა გუნდში ვიყავით. “კაცუნა, პატარა კაცი, ხელის ბიჭი” – აი, ასეთ რაღაცებს ეძახდა, მაშინ ზარდიაშვილს უნდა ეცემა ბესელია?
აბსოლუტურად მიუღებელია. დეპუტატი კი არა ნებისმიერი ადამიანი რომელიც ასე მოიქცევა, ნუ არ ვიცი, დეპუტატი მით უმეტეს. არ ვიცი, ასეთი მაღალი ტრიბუნალი როგორიც პარლამენტი, დეპუტატი რომ ამას იკადრებს მე არ ვიცი ამას რა დავარქვა. ადამიანის უფლებების კუთხიდან, სხვა კუთხიდან, ადამიანური, მორალური კუთხიდან, ეს რა არის ვერ ვხვდები”, – განაცხადა სოფო კილაძემ.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. შელაპარაკება დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასა და უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს შორის მოხდა, რის შემდეგაც ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მას დაარტყა.