მან იკადრა ყველაფერი! - ზარდიაშვილის პირველი კომენტარი ბესელიაზე

მან იკადრა ყველაფერი! - ზარდიაშვილის პირველი კომენტარი ბესელიაზე

„ჩემთვის ეკა ბესელიას საქციელი მოულოდნელი არ იყო", - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მას ბესელიასთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია და საზოგადოება არ არის ღირსი, რომ მსგავს სცენებს უყუროს.

„ამ პროცესში ჩემდაუნებურად ვიქენი ჩათრეული. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ - ბოდიში. საზოგადოება არ არის იმის ღირსი, რომ ჩვენ საკანონმდებლო ორგანოდან მსგავსი პროცესები ვანახოთ. რაც შეეხება ქალბატონ ეკა ბესელიას, მე მისთვის არანაირი შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. იგი მუდმივად ცდილობს ამ პროცესში თავის დამკვიდრებას, პოლიტიკური ფსკერიდან ამოწევას. შესაბამისად, მან იკადრა ყველაფერი, ის რაც იკადრა. ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ ადამიანის უფლება დაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, რომლისთვისაც ძალადობა არის პრინციპში მისაღები კი არა, მისი ხერხებია და ინსტრუმენტი ქართულ პოლიტიკაში თავის დასამკვიდრებლად. შესაბამისად, მე დაველოდები პროცესებს თუ როგორ განვითარდება. ჩემთვის მისი საქციელი მოულოდნელი არ იყო", - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

შეგახსენებთ, შელაპარაკება დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასა და უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს შორის მოხდა, რის შემდეგაც ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მას დაარტყა.

ზარდიაშვილმა მოსამართლეების მოსმენის დროს ახსენა სიტყვები "ბესელიას მორალი", რის გამოც ბესელია მას ხელით შეეხო.

სხდომაზე დროებით შესვენება გამოცხადდა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მირანდა ერემაძეს უსმენდნენ.