იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილის დაპირისპირების შემდეგ, ვანო ზარდიაშვილის “ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი გედევან ფიფხაძეც დაუპირისპირდა.
ფოფხაძემ ზარდიაშვილს გარეთ გასვლა და “სხავნაირად“ დალაპარაკება მოსთხოვა.
“გარეთ გავიდეთ და სხვანაირად დავილაპარაკოთ. გაგლიჯავ შუაზე ვაფშე. ნუ ბლატაობ. ფეხები არავის არ მოჭამო“,- მიმართა გედევან ფოფხაძემ ვანო ზარდიაშვილს.
ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე “ქართული ოცნების“ ყოფილი და მოქმედი დეპუტატები ვანო ზარდიაშვილი და ეკა ბესელია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ეკა ბესელიამ ზარდიაშვილს დაარტყა.
მაგრამ მთავარი ის კი არ არის, რა რჩევებს იძლეოდა ან რამდენად ისმენდნენ მის ბრძნულ რჩევებს, - მთავარია, რომ წლების განმავლობაში (ანუ, ყველაზე მავნებლური წლების განმავლობაში!) ეს "ფაქტიურად ბიჭი" იყო ადეიშვილის ხელის ბიჭი და დღეს არა მხოლოდ პორტირებულია "ოცნებაში", არამედ დიდ თანამდებობაზეც გახლავთ დაწინაურებული!.. (უნდა ვივარაუდოთ, რომ ისიც "სისტემის მსხვერპლი" იყო, როგორც ადეიშვილი, კუბლაშვილი, მურუსიძე და სხვ.).
გეხსომება: შევარდნაძის დროს გადიოდა რაღაც სარეცხი საშუალების რეკლამა - "ხედავთ რაიმე განსხვავებას? არავითარი განსხვავება!"
ჰოდა, ახლა მე გეკითხებით: - ოთო კახიძესა და ვანო ზარდიაშვილს შორის ხედავთ რაიმე განსხვავებას? - მე მგონი, თუ კარგად დაფიქრდებით, პასუხი იგივე უნდა იყოს, რაც იმ რაკლამაშია!