„დღეს სუიციდის შემთხვევებს ვერ გამოიწვევს ე.წ. „ლურჯი ვეშაპი“, - ამასთან დაკავშირებით სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, გიორგი გაბოძემ ისაუბრა.
მისი თქმით, ეს არის უბრალოდ სახელი, რომელსაც სუიციდს მიაწერენ ხოლმე.
„დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ სუიციდის შემთხვევებს ვერ გამოიწვევს ე.წ. „ლურჯი ვეშაპი“.
დღეს შეუძლებელია „ლურჯი ვეშაპის“ თამაში ითამაშო სოციალური ქსელებით იმიტომ, რომ როგორც კი საძიებო სისტემაში მსგავს ტერმინს შეიყვან , სოციალურ ქსელში ანგარიში მაშინვე დაიბლოკება. ჩვენს დეპარტამენტში შემოდიოდა სუიციდის შესახებ შეტყობინებები, თუმცა არც ერთი არ განეკუთვნებოდა „ლურჯ ვეშაპს““, - განაცხადა გიორგი გაბოძემ.
მისივე თქმით, სუიციდის შემთხვევებს ძირითადად ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან ან სხვა ადამიანებთან კონფლიქტი იწვევდა.
„სუიციდის შემთხვევებს ძირითადად იწვევდა ის, რომ ვინმე ოჯახმა ან მეგობარმა გაანაწყენა ან სხვა მსგავსი სახის მიზეზები. ლურჯი ვეშაპი არის უბრალოდ სახელი, რომელსაც იყენებენ სუიციდის შემთხვევის ერთ-ერთ მიზეზად. ბოლო დროს, როდესაც სუიციდის მიზეზად ლურჯი ვეშაპი დასახელდა, აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდას კლასელებთან ჰქონია მიმოწერა. სწორედ ამიტომ, ჩვენი პრიორიტეტი ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იქნება“, - აღნიშნა გიორგი გაბოძემ.
დღეს სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითი ცენტრი პროექტ „კიბერბულინგი - თანამედროვეობის მნიშვნელოვანი გამოწვევა“ პრეზენტაციას წარადგენს. ცენტრი კიბერდანაშაულის შესახებ კვლევას ჩაატარებს, რის შემდეგაც გაიცემა რეკომენდაციები სახელ თუ არასამთავრობო სექტორისთვის.