საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაეროს გენერალური ასაბლეის ფარგლებში შეხვდრა გამართა შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრთან იგნაციო კასისთან.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომრეობა და ბოლოს განვითარებული მოვლენები, რასაც ადგილი აქვს საოკუპაციო ხაზთან.
შვეიცარიის მხრემ, შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, პროცესის შემდგომი დეესკალაციისთვის ხაზი გაუსვა მხარეთა კომუნიკაციის, მაქსიმალური ჩართულობისა და ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას. ამასთან გამოთქვა მზადყოფნა, როგორც საქართველოსა და რუსეთს შორის მედიატორმა ყველა ღონე იხმაროს მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.