აკაკი ბობოხიძე:  „ნაციონალური მოძრაობა“ ბინძურ ჭორებს ავრცელებდა

აკაკი ბობოხიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ბინძურ ჭორებს ავრცელებდა

ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებდით, თუ მეორე ტურში გავიდოდა გრიგოლ ვაშაძე, ჩვენ მას მხარს დავუჭერდით და ჩვენ ეს პირობა შევასრულეთ, - ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ ენმ-ის ლიდერის გრიგოლ ვაშაძის განცხადება არჩევნების შემდეგ კოალიციის შექმნაზე.

„სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებდა ბინძურ ჭორებს, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილს სალომე ზურაბიშვილი კი არ უნდა, სინამდვილეში უნდა, მეორე ტურში გააპაროს დათო ბაქრაძე. სწორედ, ამიტომ ვითხოვდით ჩვენ მაშინაც, მკაფიოდ ეთქვა ნაციონალურ მოძრაობას, თუ მეორე ტურში გადიოდა დათო ბაქრაძე, დაუჭერდა თუ არა მხარს.

ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებდით, თუ მეორე ტურში გავიდოდა გრიგოლ ვაშაძე, ჩვენ მას მხარს დავუჭერდით და ჩვენ ეს პირობა შევასრულეთ, ჩვენ მაშინ პასუხი ნაციონალური მოძრაობისგან ვერ მივიღეთ, ახლა მივიღეთ პასუხი, მაგრამ ეს არ არის სერიოზული პარტიის სერიოზული თავმჯდომარის პასუხი, ღლიცინი. ” – ამბობს ბობოხიძე.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა განაცხადა, რომ “თუ სასწაული მოხდა” და “ვირტუალურ რეალობაში” „ევროპული საქართველო“  „ნაციონალურ მოძრაობაზე“ მეტ მანდატს მიიღებს, მათთან კოალიციაში შევლენ