პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა.
ანგი ხუციშვილს პროკურატურაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
„არ გპასუხობთ. გამოძიებას გავცემ პასუხს, - აღნიშნა ხუციშვილმა.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთა დაკავშირებით 34 პატიმარი შეიწყალა. მათგან სამი მკვლელობაში მსჯავრდებული პირი, რომელთაგან ერთი, დღემდე ძებნილია.
პროკურატურამ შეწყალების თემასთან დაკავშირებით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ევროპული საქართველოს ინფორმაციით, შეწყალების პროცესში კორუფციულ გარიგებებს აქვს ადგილი, რომელშიც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნიაა ჩართული, თუმცა თავად გაბუნიას განცხადებით, შესასწყალებენ პატიმართა სიის შედგენას ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი კურირებდა.