2020 წელს, ნახელისუფლარ პარტიებს მოუწევს ერთმანეთის ატანა ერთ ხელისუფლებაში

2020 წელს, ნახელისუფლარ პარტიებს მოუწევს ერთმანეთის ატანა ერთ ხელისუფლებაში

ორივე ნახელისუფლარ პარტიას მოუწევს ერთმანეთის და სხვა პოლიტიკური პროდასავლური ჯგუფების ატანა ერთ ხელისუფლებაში,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში „რესპუბლიკელი“ დავით ბერძენიშვილი წერს.

ბერძენიშვილის თქმით, უმცირესობის მთავრობა ოპოზიციის რომელიმე ერთი ჯგუფის ხელში 30%-იანი მხარდაჭერით არის ილუზია და წყლის ნაყვა.

„2020-ის საპარლამენტო არჩევნების შედეგად სტაბილური პროდასავლური ხელისუფლების ჩამოყალიბება არის უმნიშვნელოვანესი ამოცანა.

„ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ ყოფნა ამ შესაძლო კოალიციაში არის აუცილებელი, ამასთანავე არასაკმარისი პირობა. ორივე ნახელისუფლარ პარტიას მოუწევს ერთმანეთის და სხვა პოლიტიკური პროდასავლური ჯგუფების ატანა ერთ ხელისუფლებაში...

პარლამენტსა და მთავრობაში კოალიციის ყველა პარტიას მოუწევს საერთო პასუხისმგებლობის ზიდვა, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები იქნებიან მნიშვნელოვან თანამდებობებზე.

მკაფიოდ უნდა ვთქვა, რომ უმცირესობის მთავრობა ოპოზიციის რომელიმე ერთი ჯგუფის ხელში (გნებავთ ნაცმოძრაობის, გნებავთ ევროპული საქართველოს, გნებავთ ხაზარაძის ლელოს და ა. შ. ლიდერობით) ჯამურად დაახლოებით 30%-იანი მხარდაჭერით არის ილუზია და წყლის ნაყვა.

იმედია, წამყვანი პოლიტიკური ძალები ცხადად გამოხატავენ საკუთარ პოზიციას, რომ სწორედ უმრავლესობის მთავრობის შექმნას გეგმავენ.

გამარჯვების ფორმულა სტაბილურ პროდასავლურ უმრავლესობაშია. კია გასაკვირი, ამის შეხსენების საჭიროება რომ დადგა“, - წერს დავით ბერძენიშვილი.