ქიბარ ხალვაში:  მადლობა ყველას, ყველაფერი კარგად იქნება

ქიბარ ხალვაში: მადლობა ყველას, ყველაფერი კარგად იქნება

ტელეკომპანია “რუსთავი2“-ის 100%-ანი მფლობელი ქიბარ ხალვაში, მაუწყებლის განახლების შემდეგ თანამშრომლებს მადლობას უხდის.

„მადლობა ყველას ვინც ამ საქმეს აკეთებს. ყველაფერი კარგად იქნება!“ - ამის შესახებ ბიზნესმენმა და „რუსთავი 2“ -ის მესაკუთრემ ქიბარ ხალვაშმა „კურიერის“ გასვლის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.

შეგახსენებთ, გუშინ “რუსთავი2“- მა სატელევიზიო ეთერი განაახლა.  მთავარი საინფორმაციო გამოშვება ნათია ლაზაშვილმა წაიყვანა.