რამდენიმე ვარიანტი განიხილება - პრემიერის წარმომადგენელი აბაშიძე-კარასინის ფორმატზე

რამდენიმე ვარიანტი განიხილება - პრემიერის წარმომადგენელი აბაშიძე-კარასინის ფორმატზე

რუსეთთან ურთიერთოების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურა აბაშიძე “2020NEWS” -თან აცხადებს, რომ ჯერჯერობით, რუსულ მხარეს გადაწყვეტილი არ აქვს, ვინ იქნება წარმოდგენილი აბაშიძე-კარასინის ფორმატში ოკუპანტი ქვეყნის მიერ.

მისი თქმით, სხვადასხვა ვარიანტი განიხილება, თუმცა ოფიციალური ინფორმაცია ცნობილი არ არის.

“რამდენიმე ვარიანტი განიხილება, თუმცა ინფორმაცია ოფიციალური წყაროებიდან ცნობილი არ არის“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ცნობისთვის, აბაშიძე-კარასინის ფორმატის ცვლილება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც რუსეთის საგარეო მინისტის ყოფილმა მოადგილემ გრიგორი კარასინმა თანამდებობა დატოვა. პუტინმა კარასინის ნაცვლად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ ევგენი ივანოვი დანიშნა.