ამიკო ჩოხარაძე „რუსთავი 2-ში“ დაბრუნდა. ის გადაცემა „გვიანი შოუს“ წამყვანი იქნება. მანამდე შოუ ნიკა გრიგოლიასა და ილო ბეროშვილს მიჰყავდათ. ამიკო ჩოხარაძის სატელევიზიო კარიერა სწორედ „რუსთავი 2-ზე“ გადაცემა „კომედი შოუში“ დაიწყო.
ჩოხარაძემ რამდენიმე მსახიობთან ერთად „რუსთავი 2“ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის პირველ ხანებში 2012 წელს დატოვა.