საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა.
ასამბლეის დაწყებამდე, სალომე ზურაბიშვილი ნიუ-იორკში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაცით, ზურაბიშვილმა ტრამპს საჩუქრად წიგნი რელიგიები საქართველოში აჩუქა.
ოფიციალური მიღება ასამბლეის სესიაში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელების პატივსაცემად, ყოველწლიურად იმართება.