გაგა ისაკაძე:  „პოლიტიკურ პერსონებს ოპოზიციიდან ვთხოვ, ნუ მოეკარებიან  ჩვენს აქციებს

გაგა ისაკაძე:  „პოლიტიკურ პერსონებს ოპოზიციიდან ვთხოვ, ნუ მოეკარებიან  ჩვენს აქციებს"

„პოლიტიკურ პერსონებს ოპოზიციიდან ვთხოვ ნუ მოეკარებიან  ჩვენს აქციებს" - განაცხადა ტყიბულში, საპროტესტო აქციაის ერთერთმა მონაწილემ გაგა ისაკაძემ.

ისაკაძე უარყოფს  ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს აქციები პოლიტიკურია.

„გაჟღერდა, რომ ეს აქციები არის პოლიტიკური. ეს აქციები არის აპოლიტიკური. აქ მონაწილეობას იღებენ მხოლოდ მეშახტეები, რომლებსაც მხარს ვუჭერთ პროფესიული კავშირების წარმომადგენლები, გაერთიანებული პროფკავშირები, ჩვენი დარგი" - განაცხადა გაგა ისაკაძემ.