გაბუნია ნადირაშვილის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს

გაბუნია ნადირაშვილის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია შეწყალების სკანდალურ საქმეზე პარტია “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრის ირმა ნადირაშვილის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს.

როგორც გაბუნიამ მთავარი საგამოძიებო უწყების დატოვებისას განაცხადა, იგი აპირებს, ყველა იმ პირის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას ვინც შეწყალების საქმეზე გაბუნიას სახელი დაუკავშირა გარკვეულ კორუფციულ გარიგებებს.

გაბუნიამ ასევე განაცხადა, რომ ეს საქმე მისთვის სიკვდილ- სიცოცხლის საკითხია, ამიტომაც ეცდება, გაარკვიოს თუ ვის სჭირდებოდა და ვის ინტერესებში იყო მისი სახელის და გვარის სკანდალურ საქმეში გარევა.

შეგახსენებთ, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 34 მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთა შორის არის სამი მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირი, ერთი ძებნილი და ორი ნარკორეალიზატორი. 20 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით

Katana . აუცილებლად უნდა უჩივლოს!!!
ნაცძირალებს კარგადა აქვთ დამუღამებული ეს ტაქტიკა: მე დაგაბრალებ და შენ გინდა იმართლე თავი, გინდა წაუყრუე, - ხმა ხომ გავარდება, რომ კორუმპირებული ხარ და ტელემაყურებელი კიდევ იმის რკვევას არ დაიწყებს, მართალია თუ ტყუილიო!

ეგრე რომ ვიღაცამ ტელევიზიით განაცხადოს, - ანონიმური წყაროს მიხედვით, რომელსაც ვერ გავთქვამთ, ირმა ნადირაშვილი დეპუტატის ხელფასს და ქრთამებს არ სჯერდება და დამატებით სახსრებს ცირკის მიდამოებში შოულობს ღამ-ღამობითო, კარგი იქნება? - წავიდეს მერე და ამტკიცოს, სიცრუეაო!
5 წლის უკან