ფაშინიანი ალიევს კონფლიქტის დარეგულირების ახალ ფორმულას სთავაზობს

ფაშინიანი ალიევს კონფლიქტის დარეგულირების ახალ ფორმულას სთავაზობს

სომხეთის პრეზიდენტი ნიკოლ ფაშინიანი აზერბაიჯანელ კოლეგას, ილჰამ ალიევს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების ახალ ფორმულას სთავაზობს. კერძოდ, ფაშინიანის გეგმის მიხედვით, ნებისმიერი გადაწყვეტილება მისაღები უნდა იყოს როგორც სომხეთისთვის, ისე - აზერბაიჯანისა და მთიანი ყარაბაღის მცხოვრებთათვის. ამ საკითხზე ნიკოლ ფაშინიანმა FOX LA-სთვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა.

„მე ვარ პირველი ლიდერი სომხეთში, ვინც ამბობს, რომ გადაწყვეტილებები მისაღები უნდა იყოს აზერბაიჯანული მხარისთვისაც, რის გამოც სომხეთში მაკრიტიკებენ. ახლა ველი, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტიც იმავე ფორმულას წარმოადგენს“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

მთიანმა ყარაბაღმა, რომელიც ძირითადად ეთნიკური სომხებით არის დასახლებული, აზერბაიჯანისგან დამოუკიდებლობა 1991 წელს გამოაცხადა. ბაქო რეგიონის კონტროლის ქვეშ დაბრუნებას სამხედრო ოპერაციით შეეცადა, თუმცა დამარცხდა. 1994 წელს აზერბაიჯანმა, სომხეთმა და მთიანმა ყარაბაღმა რუსეთის შუამავლობით ხელი მოაწერეს ბიშკეკის პროტოკოლს ზავის შესახებ.

ორ ქვეყანას შორის ვითარება კი განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც 2018 წლის 8 თებერვალს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მმართველი პარტიის რიგით მე-6 ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას ერევანი აზერბაიჯანის ისტორიულ მიწად მოიხსენია, რაზეც სომხეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ ბაქო ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებისგან შორს არის.

 

 

Katana :))))))
ალიევის აზრით, ერევანი აზერბაიჯანის ისტორიული მიწა ყოფილა...
პუტინის ჭკუით კი, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოები საქართველოს დაუპყრია...

არ იქნებოდა ურიგო, რაღაც სემინარები მოეწყოთ პრეზიდენტებისათვის, რომელზეც ისტორიკოსები ელემენტარულ, მაგრამ საცოდნელად აუცილებელი ინფორმაციის მინიმუმს მაინც მიაწვდიდნენ საკუთარი და მეზობელი ქვეყნების შესახებ :)
4 წლის უკან