დილემის წინაშე დაგვაყენეთ, გაგიშვათ ზემოთ თუ ...

დილემის წინაშე დაგვაყენეთ, გაგიშვათ ზემოთ თუ ...

„არის ასეთი მოარული ხმები, რომ თქვენ ხართ ის მოსამართლე, რომელსაც ხელისუფლება აწერს ისეთ საქმეებს, სადაც გარანტირებულად იქნება დაცული ხელისუფლების ინტერესები“, - ასე მიმართა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს შოთა გეწაძეს.

შოთა გეწაძე ადმინისტრაციული მოსამართლეა და ის საარჩევნო დავებს იხილავს. როგორც შოთა გეწაძემ განაცხადა, მას 2017-2018 წლებში საარჩევნო დავების სახით 5-6 საქმე აქვს განხილული. რომან გოცირიძის განცხადებით, საარჩევნო დავებში, როდესაც ოპოზიცია იყო მოსარჩელე, შოთა გეწაძე ყოველთვის ცესკო-ს მხარეს იჭერდა. ამასთან დაკავშირებით კი, შოთა გეწაძემ თავის მხრივ განაცხადა, რომ მისთვის სულერთია პოზიცია და ოპოზიცია, მისთვის მთავარია სამართლებრივი პრობლემა, საარჩევნო კოდექსი და კონსტიტუცია.

„მე არ ვიმახსოვრებ იმ ნიშნით საქმეს, ოპოზიციას მოუგია თუ პოზიციას“, - აღნიშნა შოთა გეწაძემ.

რომან გოცირიძე: არის ასეთი მოარული ხმები, რომ თქვენ ხართ ის მოსამართლე, რომელსაც ხელისუფლება აწერს იმ საქმეებს, სადაც გარანტირებულად იქნება დაცული ხელისუფლების ინტერესები.

შოთა გეწაძე: არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას. თუ მომეცემა შესაძლებლობა, რომ გავხდე უზენაესის მოსამართლე, აღარ განვიხილავ საარჩევნო დავებს.

რომან გოცირიძე: დილემის წინაშე დაგვაყენეთ, გაგიშვათ ზემოთ თუ დაგტოვოთ იქვე.

შოთა გეწაძე: 7-8 საქმის სტატისტიკით არ შეიძლება საერთო სურათის დანახვა. ასეულობით საქმეზე რომ იყოს საუბარი, ეს სხვა საკითხი იქნებოდა.

tngh ამ უხსენებელ კაცს სინდისის, ნამუსის... ზნეობის ნატამალი გააჩნია??? შეგვიკლა ხელში XX საუკუნის 90-ანი წლებიდან თავისი უსუსური დემაგოგიით...
5 წლის უკან
tngh ამ უხსენებელ კაცს სინდისის, ნამუსის... ზნეობის ნატამალი გააჩნია??? შეგვიკლა ხელში XX საუკუნის 90-ანი წლებიდან თავისი უსუსური დემაგოგიით...
5 წლის უკან