ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის ყოფილი მეწილის, გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილის ძმა ზურა კიწმარიშვილი ტელეკომპანია “რუსთავი 2“ -ში მუშაობას განაგრძობს.
როგორც კიწმარიშვილმა “2020NEWS“ -თან განაცხადა, მას კვლავ დუბლაჟისა და ფრომოუშენის დეპარტამენტების ხელმძღვანელის თანამდებობა უკავია.
“მე ვარ კვლავ “რუსთავი 2“-ში. ის თანამდებობა მიკავია, რაც მეკავა. ეს არის დუბლაჟისა და ფრომოუშენის დეპარტამენტების ხელმძღვანელი“,- განაცხადა ზურა კიწმარიშვილმა.
კიწმარიშვილი განმარტავს, რა სიახლეების განხორციელება იგეგმება განახლებულ „რუსთავი 2“-ზე.
“იგეგმება არსებული მაყურებლისთვის ცნობილი გადაცემების აღდგენა. ესენია: კომედი ჯგუფის პროექტები, “ფარული კონვერტი“, “გააცინე და მოიგე“, “გვიანი შოუ“, “შაბათის შოუ“, “ნიკა არაბიძის შოუ“ და მაია ასათიანის “პროფილი“. ძალიან საინტერესო წამყვანი დაუბრუნდება ტელევიზიას და კვირაობით გასართობ შოუს წაიყვანს, რომლის სახელს ახლა ვერ გატყვით. ფროდაქშენის გუნდი განიხილავს ახალს იდეებს, ახალ ფორმატეს არჩევს. კომპლექტდება ჯგუფები და იწყება კიდევ ერთი მუსიკალური პროექტის მომზადება. მთლიანდ აღვადეგენთ ფროდაქშენის სტრუქტურას, რომელიც შემდგომ მეგა შოუს მოამზადებს“,- განაცხადა ზურა კიწმარიშვილმა.
ცნობისთვის, გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი წარსულში კუთვნილი 30%-იანი წილის დაბრუნებას დღემდე ცდილობს. ოჯახი არ გამორიცხავს, რომ საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წაიღოს.