25 000 ევრო ერთ ბავშვში - ტრეფიკინგის სკანდალურ საქმეში ქართველი ქალები ფიგურირებენ

25 000 ევრო ერთ ბავშვში - ტრეფიკინგის სკანდალურ საქმეში ქართველი ქალები ფიგურირებენ

საბერძნეთის პოლიციამ უმსხვილესი დანაშაულებრივი დაჯგუფება გაშიფრა, რომელსაც ბავშვებით ვაჭრობა მთავარ საქმიანობად ჰქონდა ქცეული. ამის შესახებ ბერძნული მედია იტყობინება.

ამ ეტაპზე დაკავებულია 12 პირი, თუმცა, ვარაუდობენ, რომ დანაშაულებრივ სქემაში დაახლოებით, 60 ადამიანი იყო ჩართული.

ბერძნული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არის ბერძენი ადვოკატი და ექიმი. ასევე სამი ქართველი ქალი, რომელთაც დაჯგუფების ხელმძღვანელებად მოიხსენიებენ.

აღნიშნული ჯგუფი წლების განმავლობაში მოქმედებდა და თითო ბავშვს შემდეგ 25 000 ევროდ ყიდდა. საქმეში მონაწილეობდა ექიმი და ადვოკატი, რომლებიც ყველაფერს კანონიერ სახეს აძლევდნენ.

ისინი თანამშრომლობდნენ ხელოვნური განაყოფიერების ცენტრებთან, სადაც ასევე უცხოელ ქალებს აფეხმძიმებდნენ.

თითოეული დაკავებული თესალონიკის განყოფილებაშია გადაყვანილი და საქმე პარასკევს და შაბათს განიხილება.

აღსანიშნავია, რომ თესალონიკის პოლიცია თვეების მანძილზე ცდილობდა აღნიშნული საქმის გახსნას.