იოსებ ჭუმბურიძე:  თქვენ ნამდვილად აიხდინეთ ბავშვობის ოცნება, ოღონდ, არა სამშობლოში დაბრუნებაზე, არამედ პრეზიდენტობაზე

იოსებ ჭუმბურიძე: თქვენ ნამდვილად აიხდინეთ ბავშვობის ოცნება, ოღონდ, არა სამშობლოში დაბრუნებაზე, არამედ პრეზიდენტობაზე

ჟურნალისტი იოსებ ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში პრეზიდენტ ზურაბიშვილს მიმართავს:

ღია წერილი ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს

ქალბატონო სალომე,

გაპატიეთ საქართველოს პირველი პრეზიდენტის მიმართ გამოვლენილი უსამართლობა;

გაპატიეთ გაზეთ „თბილისის" ბედში ჩარევა და შემდეგ წარმოუდგენელი გულგრილობა;

ვიცოდი თქვენი პატივმოყვარეობა და ჭირვეულობანი, მაგრამ მაინც, მეგონა, რომ სამშობლო უფრო მეტად გიყვარდათ საკუთარ თავში, ვიდრე საკუთარი თავი სამშობლოში.

ამას კი ვეღარ გაპატიებთ: არ შეიწყალეთ მკვლელობის განზრახვაში ეჭვმიტანილი(ვთქვათ ასე) მღვდელი, სამაგიეროდ, შეიწყალეთ სამი მკვლელი და ერთიც თეთრი სიკვდილის გამავრცელებელი.

„ახლა კი ჩემთვის ნათელია", რომ ყველაზე მეტად პრეზიდენტობა გიყვართ.

აშკარაა: თქვენ ნამდვილად აიხდინეთ ბავშვობის ოცნება, ოღონდ, არა სამშობლოში დაბრუნებაზე, არამედ პრეზიდენტობაზე.

პრეზიდენტი კი მხოლოდ ჩვენს ბედკრულ სამშობლოში თუ გახდებოდით.

ისე, საინტერესოა, თავი რომელი ქვეყნის პრეზიდენტი გგონიათ?! - ნუთუ ისეთი ბედნიერი ქვეყნისა, თქვენი პატივმოყვარეობისა და მოუთოკავი სურვილების დაკმაყოფილება რომ შეუძლია?!

/ამ თემაზე აქ აღარ გავაგრძელებ/.

თქვენ ბოდიში მოუხადეთ ოთხმეზურების ოჯახს, განსაცვიფრებელი „არგუმენტით" - არ ვიცოდიო...

მე კი ის სალომე ზურაბიშვილი მიყვარდა, მარიკა ლორთქიფანიძე, ჭადრაკის სასახლეში გამართულ შეკრებაზე, ტრიბუნასთან რომ არ მიუშვა - ყველა დროში თქვენ რატომ უნდა ლაპარაკობდეთო?!

იმ სალომე ზურაბიშვილს ვგულშემატკივრობდი, იმავე საღამოს გიორგი თარგამაძემ საკუთარ საავტორო გადაცემაში გიგა ლორთქიფანიძეს დაუნდობლად რომ ალანძღვინა.

დღეს კი...

თქვენ აღარა გაქვთ უფლება, გერქვათ საქართველოს პრეზიდენტი.

მიხვდით და შეეგუეთ.

თქვენთვისაც უკეთესია...

Katana . სამწუხაროდ, მართალი ხართ!.. ისეთი პრეზიდენტი გამოდგა, თავისი მტრები რომ გაახარა (აჰა, ხომ გეუბნებოდითო!) და მის გულშემატკივრებს რომ გულები გაგვიხეთქა, - ვაიმე, ეს ვისთვის დაგვიჭერია მხარიო!..
5 წლის უკან