ნიკა რურუას ძმამ „მთავარი არხის“ წილი იყიდა და ტელევიზიაში 250 000 დოლარი შეაქვს

ნიკა რურუას ძმამ „მთავარი არხის“ წილი იყიდა და ტელევიზიაში 250 000 დოლარი შეაქვს

პოლიტიკოსი ნიკა რურუას ძმამ, გიორგი რურუამ „მთავარი არხის" მეწილისგან, კახა ანჯაფარიძისგან 2.5%-იანი წილი იყიდა, რაშიც, როგორც ნასყიდობის ხელშეკრულებაშია მითითებული, 2 500 ლარი გადაიხადა.

სანაცვლოდ გიორგი რურუამ აიღო ვალდებულება, რომ წილის რეგისტრაციიდან ერთი დღის ვადაში არხის საწესდებო კაპიტალში 250 000 აშშ დოლარი შეიტანოს.

არხის შექმნის შემდეგ ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტს, 51%-იან წილს, „რუსთავი 2-ის" ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ფლობდა, ხოლო 49% ეკუთვნოდა კახაბერ ანჯაფარიძეს.

ანჯაფარიძე ნასყიდობის ამ ხელშეკრულების შემდეგ 46.5%-ს ფლობს, გიორგი რურუა 2.5%-ს, ხოლო ნიკა გვარამია ისევ 51%-იანი წილის მფლობელად რჩება.