ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტის მიმართ, სკანდალური შეწყალებების გამო, საზოგადოების ნაწილის კრიტიკულ დამოკიდებულებას ეხმაურება.
“არ ვაპირებ არავისთვის ჭკუის დარიგებას, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი. სალომე ზურაბიშვილი, მისდამი დამოკიდებულებების მიუხედავად, არის საქართველოს არჩეული პრეზიდენტი.
დიახ, მისი ქმედებების გამო ის იმსახურებს ძალიან მწვავე კრიტიკას. თუმცა, ისე ნუ ვიზამთ, რომ ამ კრიტიკაში გართულებმა დაუკრეფავში შევაბიჯოთ.
ყველაფერი, რაც საჯარო სივრცეში ითქმება და იწერება ქვეყნის პრეზიდენტზე, მყისიერად გადის ქვეყნის ფარგლებს გარეთ შესაბამის წრეებსა და ინსტიტუტებში და ვფიქრობ ხვდებით, რომ ჩვენთვის სასარგებლო განწყობით ფონს და დამოკიდებულებებს ნამდვილად არ ქმნის.
ეს არის საწინდარი იმისა, რომ პრეზიდენტის საერთაშორისო კავშირებმა და იმიჯმა, რასაც მას ლამის ერთადერთ და მთავარ აქტივად უთვლიან, ძალიან სერიოზული დევალვაცია განიცადონ. ქვეყნისთვის ეს კარგი ნამდვილად არ იქნება”.