ნიკა მელიას მხრიდან გიგა ბოკერიას მისამართით გაჟღრებულ კრიტიკას, რომელიც მან “ფეიბუქზე” დაწერა, “ევრული საქართველო”- ს ლიდერის მეუღლე, ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი ცინიკური პოსტით ეხმაურება:
ნიკა მელიას თქმით, ძალიან სასიამოვნოა, რომ აგრესიული გიგა ბოკერია “ნაციონალურ მოძრაობასთან” აღარ აპელირდება.
“ვინ თქვა, რომ მე და მელია ვერ შევთანხმდებოდით!” – დაწერა ჩერგოლეიშვილმა “ფეისბუქის” პირად გვერდზე, სოციალურ ქსელის მომხმარებლის საპასუხოდ კი პოსტის კომენტარში კვლავ ცინიზმით შემოიფარგლა:
“სასტიკად აგრესიული იყო – სხვა პარტია ვარო, შეახსენა და ჩემი მთავრობა მინდა იყოს, თქვენი არაო.
გული ამოაგლიჯა კვესიტაძეს და რომანს და შეჭამა.” – და სისხლს ილოკავდა ენით ტუჩებიდან”.
ტელეკომპანია “მთავარი არხის” გუშინდელი გადაცემის “ღამის მთავარი” სტუმრები “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე და “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია გახლდათ. ტელეწამყვან ეკა კვესიტაძესთან ინტერვიუს დროს ოპოზიცონერ დეპუტატებს შორის მწვავე დებატები წარიმართა.
ინტერვიუს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკა მელია “ფეისბუქის” პირად გვერდზე ასე გამოეხმაურა:
“ახლა ვუყურე გოცირიძე vs ბოკერია. აბსოლუტურად გაუგებარია რატომ იყო ბოკერია ასეთი აგრესიული…
მოკლედ, გადაცემის ყურებისას საკუთარ თავს გამოვუტყდი – ძალიან სასიამოვნოა რომ აგრესიული ბოკერია აღარ არის ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირებული”, – დაწერა ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში, პოსტის კომენტარებში კი დასძინა: – “უადგილოდ აგრესიული იყო და ამით როგორც ჩანს მიაჩნია (მის სასარგებლოდ ) პარტიებს შორის განსხვავებებს აჩვენებს, არადა პირიქით არის და პრინციპში მახარებს ეს ფაქტი
რაც უფრო მეტი ამომრჩეველი მიხვდება, რომ ბოკერიას ჩვენთან არაფერი საერთო არა აქვს – “ნაცმო” მით უფრო მეტ ამომრჩეველს მოიზიდავს, ამაში 2018 წლის არჩევნებზე დავრწმუნდი, კერძოდ მცხეთის რაიონში”