მამუკა არეშიძე:  დიმიტრი გაბუნია კორუფციაში ჩართული არ უნდა იყოს

მამუკა არეშიძე: დიმიტრი გაბუნია კორუფციაში ჩართული არ უნდა იყოს

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე “2020NEWS“ -თან პრეზიდენტის მიერ სკანდალური შეწყალებების ფაქტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, კორუფციულ სქემაში, რომელიც სავარაუდოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებობს, სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია ჩართული არ უნდა იყოს.

“დიმიტრი გაბუნიას მსგავსი ბიოგრაფიის პატრონი წესით არ უნდა იყოს კორუფციაში ჩართული. ძალიან მძიმე ფაქტი მოხდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ადამიანი, რომელსაც შემხებლობა ჰქონდა შეწყალების საქმესთან, კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით ყველა ეჭვმიტანილია“,- განაცხადა მამუკა არეშიძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი გაბუნიამ გუშინ სკანდალურ შეწყალებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მას აღნიშნულ ფაქტთან არანაირი კავშირი არ აქვს.