თქვენნაირი კანდიდატების მხარდაჭერა ბოლოს მოუღებს “ქართულ ოცნებას“, - ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატ მერაბ გაბინაშვილს.
გედევან ფოფხაძის კითხვები გაბინაშვილთან ეხებოდა იყო თუ არა წინა ხელისუფლების მართლმსაჯულება სააკაშვილის ჯიბის მართლმსაჯულება, ართმევდნენ თუ არა წინა ხელისუფლების დროს ადამიანებს ქონებას, რა მოსაზრება ჰქონდა 26 მაისის და 7 ნოემბრის აქციების დარბევაზე. მერაბ გაბინაშვილმა ამასთამ დაკავშირებით აღნიშნა, რომ როგორც მოსამართლეს გარკვეული შეზღუდვები აქვს და პოლიტიკურ შეფასებებს არ გააკეთებს.
“თქვენ საქართველოს ისტორიული პროცესები ნაკლებად გაინტერესებთ. როგორც თქვენი საუბრიდან, ასევე თქვენი ბიოგრაფიიდან ბევრი რამ მიუღებელია. თქვენნაირი კანდიდატის მხარდაჭერა „ქართულ ოცნებას“ ბოლოს მოუღებს“,- მიმართა მერაბ გაბინაშვილს გედევან ფოფხაძემ.