„გახსოვთ თამაში „ვის უნდა 20 000? – ზარი ახლობელთან – ეგეთი წესი რომ იყოს, ვის დაურეკავდით?“ – “ჩემი ტელეფონი შემიძლია თქვენ მოგცეთ ამ წუთას“

„გახსოვთ თამაში „ვის უნდა 20 000? – ზარი ახლობელთან – ეგეთი წესი რომ იყოს, ვის დაურეკავდით?“ – “ჩემი ტელეფონი შემიძლია თქვენ მოგცეთ ამ წუთას“

თქვენზე თქვეს, რომ დაფიქსირდა ფაქტი, როდესაც ქალბატონ თამარ ალანიასკარნახობდით. სიმართლე გითხრათ, მე არ აღვშფოთებულვარ. ვფიქრობ, საკმაოდ კეთილშობილური ნაბიჯი იყო თქვენგან და ქალბატონმა თამარმა დაგიფასათ ეს დახმარება?,- ამ კითხვით „ევროპული საქართველოს“  ლიდერმა გიგა ბოკერიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ მერაბ გაბინაშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიმართა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი მერაბ გაბინაშვილი ადასტურებს, რომ მის კოლეგას, თამარ ალანიას მოსამართლეობის კონკურსზე გასაუბრების დროს გამამხნევებელი მესიჯი მისწერა.

გაბინაშვილის თქმით, ის საკუთარ ქმედებაში კანონდარღვევას ვერ ხედავს.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა გაბინაშვილს ასევე ჰკითხა, იცნობდა თუ არა პრაქტიკას, როდესაც აბიტურიენტს გამოცდის დროს კარნახობენ, რის გამოც მას აგდებენ, რაზეც გაბინაშვილმა უპასუხა, რომ მსგავსი გარემოების მონაწილე არ ყოფილა.

„როგორც მითხრეს, მედიაში თქვეს, რომ მივწერე თამარ ალანიას ტელეფონზე: „დაღლილობა არ შეგეტყოს“. – – აი, ეს სიტყვები. აშშ-ში, როდესაც მსგავსი გასაუბრებები ხდება ოჯახის წევრებით მოდიან, უკან სხედან და შეძახილებით ამხნევებენ და მე ამაში არაფერ ნეგატიურს არ ვხედავ. ნეგატიურს ვხედავ იმაში, რომ სხვისი პირადი ინფორმაციის მოპარვა ხდება ტელეფონიდან“, – განაცხადა გაბინაშვილმა, რაზეც, თავის მხრივ, ბოკერიამ კითხვითვე უპასუხა:

„გახსოვთ თამაში რომ იყო „ვის უნდა 20 000?“. იქ იყო სამი დახმარება – დარბაზის დახმარება, ზარი ახლობელთან და 50/50ზე. რომ იყოს „ვის უნდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა“, დარბაზის დახმარება არ გამოვა ჩვენთან და 50/50-ზე, მაგრამ ზარი ახლობელთან შეიძლება და ეგეთი წესი რომ იყოს, ვის დაურეკავდით?“, – მიმართა ბოკერიამ გაბინაშვილს.

რაზეც მოსამართლეობის კანდიდატმა მიუგო:

„არავის არ დავურეკავდი ბატონო გიგა, მე ჩემი ტელეფონი შემიძლია თქვენ მოგცეთ ამ წუთას“, –  მიმართა გაბინაშვილმა ბოკერიას.