გაერთიანებული ოპოზიციის, „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ჯელალ ქიქავამ „TV პირველის“ ეთერში მეტად უცნაური მოსაზრებები გამოთქვა:
„ერთადერთი რაც ვიცი არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილმა უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ ქვეყნის გაბედნიერებაში. ჩვენ ვართ ჯარისკაცები, ის 500 ნაციონალი, მათ შორის ლევანი. მე მინდა ვიყო ლევან ხაბეიშვილი, 100-ჯერ გაგიმეორებთ ამას... მე ვარ მიხეილ სააკაშვილის ჯარისკაცი და ვიქნები ბოლომდე.
55 წლის მამაკაცი ვარ, თავს დავდებ რომ ამ ადამიანმა ააშენა ეს ქვეყანა და ქუჩაში თავისუფლად რომ დადიხართ და არ გაუპატიურებენ სააკაშვილის დამსახურებაა. მისი მადლიერი უნდა იყოთ, მაგრამ თქვენ რუსეთი გინდათ. „რუსები კაია „ვოდკა“, ქალები“ , - ამბობს ჯელალ ქიქავა.