სკანდალურ შეწყალებაზე ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე “2020NEWS“ -თან საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სკანდალური შეწყალებების ფაქტს გამოეხმაურა.
როგორც არეშიძე აცხადებს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, შესაძლოა, არსებობს ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, რომელმაც ხელისუფლებას სპეცოპერაცია განზრახ მოუწყო.
“როცა ვიგებ პრეზიდენტის მიერ ვინ არის შეწყალებული, ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ სპეციალურად იყო შესაწყალებელთა სია შედგენილი. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კორუფცია, ალბათ, არსებობს. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ ადმინისტრაციაში ჩატარდა ერთგავრი სპეცოპერაცია პრეზიდენტისა და ხელისუფლების დასაზიანებლად.
შეიძლება ასე მასიურად მკვლელებისა და ნარკორეალიზატორების შეწყალბა?! პრეზიდენტის შეწყალება დისკრეციული უფლებაა, მაგარამ არსებობს მორალური ნორმები, რომლებსაც ქვეყნის არც ერთი ლიდერი არ უნდა გასცდეს“,- განაცხადა მამუკა არეშიძემ.
შეგახსენებთ, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 34 მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთა შორის არის სამი მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირი, ერთი ძებნილი და ორი ნარკორეალიზატორი. სკანდალური შეწყალებების საქმეს საქართველოს გენერალური პროკურატურა იძიებს.