ინდოეთში კაცი ძროხის დაკვლის გამო ცემით მოკლეს

ინდოეთში კაცი ძროხის დაკვლის გამო ცემით მოკლეს

ინდოეთში კაცი ძროხის დაკვლის ბრალდების გამო მოკლეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა ქვეყნის აღმოსავლეთით, ჯარხანდის შტატში მოხდა. 10-15 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი 3 კაცს დაუპირისპირდა და ძროხის დაკვლაში დაადანაშაულა.

მათ კაცებს სასტიკად სცემეს, რის შედეგადაც ერთი გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოში მოხვდა. მესამემ შედარებით სუსტი დაზიანებები მიიღო. მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ 8 ადამიანი დააკავა. საქმე მკვლელობის მუხლით აღიძრა.

ინდუიზმში ძროხები წმინდა ცხოველებად ითვლებიან. მათ მკვლელებს ხშირად ესხმიან თავს. ძროხებს ხორცის ან ტყავის გამო ძირითადათ მუსლიმები კლავენ, თუმცა პოლიციის ცნობით, სამი დაზარალებულიდან მუსლიმი არცერთი არ იყო.

 

 

Katana . პოლიცია დაეძებს, თურმე, ბუღას, რომლის მიერაც ყოფილა ორგანიზებული ეს ლინჩის წესით აღსრულებული ვენდეტა.
4 წლის უკან