აშშ პოლონეთთან სავიზო რეჟიმს აუქმებს

აშშ პოლონეთთან სავიზო რეჟიმს აუქმებს

აშშ პოლონეთთან სავიზო რეჟიმს აუქმებს. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ ტრამპმა პოლონეთთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ ვუშვებთ გამონაკლისს პოლონეთისთვის. ახლა ვმუშაობთ სტრუქტურაზე. შეგიძლიათ აცნობოთ პოლონელ ხალხს და პოლონეთის მოქალაქეებს აშშ-ში, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამას აკეთებს. ეს გადაწყვეტილება მის გარდა ამ დრომდე არავინ მიიღო“, - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-სთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ერთობლივ დეკლარაციას პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ და დონალდ ტრამპმა დღეს მოაწერეს ხელი. 

აშშ-სთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ პოლონური მედიაც წერს. კერძოდ აშშ პოლონეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ განაცხადს ოფიციალურად 30 სექტემბერს გაახმაურებს. ინფორმაცია ვებგვერდმა ონეტ.პლ-მა აშშ-ის საელჩოდან მიიღო.

აშშ-სთან სავიზო რეჟიმის გაუქმება პოლონეთის მოქალაქეებს უფლებას მისცემს ქვეყანაში 90 დღის განმავლობაში ჩავიდნენ. თუმცა ის მოქალაქეები, რომლებიც 2011 წლის 1 მარტის შემდეგ იყვნენ ვიზიტით ჩრდილოეთ კორეაში, ირანში, ერაყში, ლიბიაში, სომალიში, სუდანში და სირიაში უვიზო პროგრამაში ვერ ჩაერთვებიან. მათ აშშ-ის ვიზა ადრე მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში უნდა მოითხოვონ.