მიხეილ  ჩხენკელი : ევროკომისარზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს  და ადრონული თერაპიის ცენტრს ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს

მიხეილ  ჩხენკელი : ევროკომისარზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს  და ადრონული თერაპიის ცენტრს ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს

,,შეხვედრა გვქონდა ევროკომისართან ინოვაციებისა და კვლევის  დარგში. მას გავაცანით უაღრესად მნიშვნელოვანი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტები. მასზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ ორივე აღნიშნული პროექტი მთლიანად არის დაფინანსებული ბატონი ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახისა და მთლიანად ქართუ ფონდის მიერ და როგორც იცით ეს "საჩუქარი" შეადგენს ერთ მილიარდ ევროს",- ამის შესახებ განათლების საკითხებში  პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა მიხეილ ჩხენკელმა ბრიუსელში, ევროკომისართან კვლევების, მეცნიერებისა და ინოვაციების დარგში კარლოს მოედაშთან შეხვედრის შემდგომ განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ცენტრში ქართველი და ევროპელი მეცნიერები ითანამშრომლებენ როგორც მედიცინის, ასევე ფიზიკისა და  ბირთვული ფიზიკის სფეროებში.

"ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა ევროკომისართან ინოვაციებისა და კვლევის  დარგში. მას გავაცანით უაღრესად მნიშვნელოვანი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტები. მასზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ ორივე აღნიშნული პროექტი მთლიანად არის დაფინანსებული ბატონი ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახისა და მთლიანად ქართუ ფონდის მიერ და როგორც იცით ეს "საჩუქარი" შეადგენს ერთ მილიარდ ევროს. გარდა ამისა, ბატონი ბიძინა და მისი ოჯახი არიან სწორედ ამ უნივერსიტეტის იდეის ავტორები და მისი სულისჩამდგმელები განვითარების ყველა ეტაპზე.  ევროკომისარს მოვუყევით, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იქნება ჭეშმარიტად ევროპული უნივერსიტეტი. ეს მდგომარეობს იმაში რომ აკადემიური პროგრამები იქმნება ევროპის ერთ-ერთ მოწინავე, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად და ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქართველ პროფესორებთან ერთად ლექციებს ევროპელი პროფესორებიც წაიკითხავენ",- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ყურადღება გაამახვილა ადრონული თერაპიის ცენტრზე, რომელიც ქუთაისის უნივერსიტეტში იფუნქციონირებს და აღნიშნა, რომ სიმსივნის სამკურნალოდ უახლესი მეთოდები იქნება გამოყენებული.

,,ძალიან მნიშვნელოვანია ადრონული თერაპიის ცენტრის ფუნქციონირება უნივერსიტეტში. აქ იქნება გამოყენებული მოწინავე მეთოდები სიმსიმნის დასამარცხებლად და მკურნალობასთან ერთად ძალიან დიდი ყურადღება მიექცევა სამეცნიერო კვლევას ამ მიმართულებით. აქაც აქტიურად იქნებიან ჩართულები ევროპელი პროფესორები და მკვლევარები მიულიხისსამეცნიერო-კვლევითი ცენტრიდან,  აახენისა და კიოლნის, რენის, ლიუვენი უნივერსიტეტებიდან და ეს ჩამონათვალი გაიზრდება, გაფართოვდება და დაემატება სხვადასხვა უნივერსიტეტები ერვოპიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ცენტრში ქართველი და ევროპელი მეცნიერები ითანამშრომლებენ როგორც მედიცინის, ასევე ფიზიკისა და  ბირთვული ფიზიკის სფეროებში",- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

საქართველოს განათლების სისტემაში ევროპული ხარისხის დანერგვისა და ევროკავშირთან ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით, ქართული დელეგაცია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ხელმძღვანელობით,  ბრიუსელში ოფიციალურ ვიზიტს მართავს.

ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ბატიაშვილი ევროკომისარს კვლევების, მეცნიერებისა და ინოვაციების დარგში კარლოს მოედაშს შეხვდა და მას საქართველოში მიმდინარე განათლების კომპლექსური რეფორმის დეტალების გააცნო.

შეხვედრისას  საუბარი ასევე შეეხო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსებასა და მშენებლობას. ევროკომისარმა აღნიშნა, რომ პროექტი მართლაც შთამბეჭდავია და ის დიდ როლს შეასრულებს არამხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონის განვითარებაში.

სოციალისტი ამდენ საღსალამათ ადამიანს ხოცავთ, ხო, ერთმანეთს ხოცავენ, ომებში, კონფლიქტებში, ტერაქტებში, შეურაცხყოფით გული უსკდება ბევრს, ბევრიც მე-10 სართულიდან ხტება...
5 წლის უკან