ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კრიტიკოსებს, ლევან როსტოშვილის შეწყალებას ახსენებს.
„ნაცებოო „ნანუკას შოუს" როსტოც რომ შეუწყალებია ჩვენს პრეზიდენტს, მაგაზე რატომ ხართ გაყურსულები, როსტო თქვენია და იმიტომ ხოომ? ორმაგი სტანდარტი კლავს თქვე უბედურებო თქვენ! რატომ შეიწყალა როსტოვოო რატომ არ ბღავიხართ ახლა ააა? ისე „ბარიგობის" მუხლით იჯდა ეგ თქვენი როსტო" , - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა.
შეგახსენებთ, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 34 მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთა შორის არის სამი მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირი, ერთი ძებნილი და ორი ნარკორეალიზატორი. სკანდალური შეწყელებულების საქმეს საქართველოს პროკურატურა იძიებს.